სავიზიტე ბარათები

გვინდა ორიოდე სიტყვა ვთქვათ სავიზიტე ბარათების შესახებ. იცით რას უწოდებდნენ მათ შუა საუკუნეებში საფრანგეთში? Carte de Visite. ცოტა ისტორია… როგორც ამბობენ პირველი სავიზიტე ბარათი გამოჩნდა ძველ ჩინეთში დაახლოებით 2500 წლის წინ, ჩუნციუს (770–476 წლები ძვ. წ.) და ჩჟანგოს  (471-221 წლები ძვ. წ.) ეპოქაში. ის წარმოადგენდა თხელ – ხის ან ბამბუკის პატარა დაფას, რომელზეც ვერტიკალურად იწერებოდა […]

გარე და შიდა რეკლამა

გულისხმობს ოფისების, ვიტრინების, ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებას. 2012 წლის გაზაფხულიდან “კოპიპრინტი” გაერთიანდა საქართველოს გარე რეკლამის ბაზრის ერთ–ერთ უძველეს სარეკლამო საწარმოსთან – “არტდიზაინთან”, რომელიც მოღვაწეობს 1996 წლიდან! ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ჩვენი შესაძლებლობები. ამან საშუალება მოგვეცა, კლიენტს შევთავაზოთ ისეთი მომსახურება როგორიცაა: ● გარე და შიდა რეკლამის დამზადება ● მოცულობითი ასოები ● მანათობელი ყუთები (ლაითბოქსები) ● სტენდები ● […]

დიზაინი და გრაფიკა

“კოპიპრინტში” წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი, შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც ჩვენი, ასევე თქვენი დიზაინით. იქნება ეს ფირმის ლოგო, უბრალო ფლაერი, თუ სავიზიტე ბარათი. მაგალითად, როცა იქმნება ფირმის ლოგო, დამკვეთს საშუალება აქვს აირჩიოს რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი.   ქვემოთ მოყვანილია მაგალითი:  

მყარ ზედაპირზე ბეჭდვა

გულისხმობს თითქმის ნებისმიერ მყარ ზედაპირზე ბეჭდვას – როგორიცაა:   ● საწერი კალამი, სანთებელა, ბრელოკი ● ქვა, ხე, ორგმინა ● მეტალი, ალუმინი ● ვინილი, პვქ, პლასტიკი და ა. შ.   ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი:  

ლაზერითა და რუტერით გრავირება და ჭრა

ლაზერისა და რუტერის საშუალებით შესაძლებელია დამზადდეს ნებისმიერი ზომისა და ფორმის აბრა, ფირნიში, ბრელოკი თუ სუვენირი. ამოიტვიფროს ან დაგრავირდეს სხვადასხვა მასალა, როგორიცაა: ორგმინა, ხე, ალუმინი და სხვა…   ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი. უფრო ვრცლად იხილეთ პორტფოლიო: ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის მეტალის კლიშე ტყავისა და სხვა მასალის ამოსატვიფრად. მაგალითისთვის:

ფერადი ბეჭდვა

ფერადი ბეჭდვის პრინციპი თითქმის იგივეა, რაც ასლის გამრავლების და შავ-თეთრი ლაზერული ბეჭდვის, “მცირე” გამონაკლისის გარდა – ერთის მაგივრად გამოიყენება ოთხი ფოტოდოლი, ოთხი საღებავი და ოთხი გამოსახულებიდან ერთის მისაღებად საჭირო განსხვავებული სისტემა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ანაბეჭდის თვითღირებულება გაცილებით მაღალია.         ჩვენი თანამედროვე აპარატურა საშუალებას გვაძლევს პასუხი ვაგოთ ხარისხზე და მომხმარებელსაც შესაძლებლობის ფარგლებში შედარებით […]

ფართოფორმატიანი ბეჭდვა, სკანირება და ჭრა

იგულისხმება A3-ზე (ე. ი. 30×42 სმ-ზე) დიდი ფორმატით სკანირება და ბეჭდვა. იბეჭდება სხვადასხვა მასალაზე მაგალითად – როგორიცაა: ● ვინილი (ე. წ. ბანერი), ● წებვადი ვინილი (ე. წ . სტიკერი) ● ბადესტიკერი (ცალი მხრიდან გამჭვირვალე, გამოიყენება ვიტრინების გასაფორმებლად), ● ფოტოქაღალდი, ● მხატვრული ტილო, ● სპეციალური კედლის შპალერი, ● სპეციალური პოსტერის ქაღალდი (ე. წ. ბლუბექი) ● უბრალო […]

ასლის გამრავლება

ასლის გამრავლება ჩვენთვის ჩვეული სახით მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გავრცელდა და მის სათავეში ამერიკული კომპანია XEROX-ი იდგა, რომელმაც გამოიყენა ასევე ამერიკელი მეცნიერის ჩესტერ ფ. კარლსონის (1906-1968 წ. წ.) პატენტი. მისი მოქმედების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: ორიგინალს, დიდი სიმძლავრის ნათურა ასხივებს სინათლეს, სხივი აირეკლება, ხვდება სპეციალურ ფოტოდოლს და მუხტავს მას. დამუხტული ადგილი იკრავს საღებავს, რომელიც თავის მხრივ ეხება ქაღალდს და […]

კედლის საათები

“კოპიპრინტში” შეგიძლიათ დაბრენდოთ თქვენი საათი, რომლის ციფერბლატზე გამოისახება კომპანიის ლოგო, ბავშვის ფოტო ან სხვა რამ. მაგრამ ჩვენი შეთავაზება ამით არ შემოიფარგლება. შესაძლებელია დამზადდეს თითქმის ნებისმიერი ფორმის და ზომის საათი. თუ თქვენი ლოგო ამის საშუალებას იძლევა, ის იქნება ლოგოს ფორმის ან სხვა. ყველაფერი თქვენსა და ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი. უფრო ვრცლად, იხილეთ პორტფოლიო.         ეს […]

ოპერატიული პოლიგრაფია და ციფრული ბეჭდვა

ეს არის მომსახურება ბიზნესისთვის, როცა საჭიროა უმოკლეს დროში და ექსკლუზიურად გამოიცეს პოლიგრაფიული ნაწარმი, ანუ თუ უბრალოდ ვიტყვით, დამზადდეს წიგნის, დოკუმენტის,  ბლანკის, სავიზიტე ბარათის, საწარმოს მოწმობის  და სხვა… ორიგინალი ან ასლი, ტირაჟით – ერთიდან რამდენიმე ათასამდე, როგორც შავ–თეთრი, ისე ფერადი. ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ხელთ არსებული თანამედროვე მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ კლიენტის თითქმის ნებისმიერი მოთხოვნა და თუ საჭიროა დავიხმაროთ […]