CD-ზე ბეჭდვა

რა თქმა უნდა, CD და DVD სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოიყენება, თუმცა სხვადასხვა კონფერენციებზე, შეხვედრებსა და პრეზენტაციებზე ჯერ კიდევ გვხვდება. ამიტომ, “კოპიპრინტში” გთავაზობთ CD და DVD-ზე ბეჭდვას. შეგიძლიათ აგრეთვე ჩაწეროთ მონაცემები.   ქვემოთ მოყვანილია ბეჭდვის რამდენიმე ნიმუში:

მოსაწვევი

მოსაწვევი წარმოადგენს პიროვნების მიმართ პატივისცემის გამოხატვას და მნიშვნელოვანია იყოს გამორჩეული ფორმის და დიზაინის.   ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი დიზაინის მოსაწვევი, ასევე შეგვიძლია მზა მოსაწვევზე დავბეჭდოთ ტექსტი. თუმცა, როგორც წესი, ეს საკითხი წყდება ინდივიდუალურად და ცალკე შეთანხმებას საჭიროებს. ამიტომ მნიშვნელოვანია დროში ძალიან არ ვიყოთ შეზღუდულნი, რადგან სასურველი ფორმის მოსაწვევის პოვნა დამკვეთს შეიძლება გაუჭირდეს.   როგორც წესი, […]

ბანერი-სტიკერი

ბანერზე და სტიკერზე იბეჭდება უმრავლესი სარეკლამო პროდუქცია. ამიტომ ისინი რეკლამაში ფართოდ გამოიყენება. თანაც ძალიან პრაქტიკული მასალებია. უძლებს ქარს, წვიმას, სიცივეს და სიცხეს. ხშირ შემთხვევაში ბანერს ქაღალდის მაგივრადაც იყენებენ, ხოლო სტიკერი შეიძლება დავაკრათ სხვადასხვა მყარ სარეკლამო მასალაზე, როგორიცაა ე. წ. “პვქ”, “დიბონდი”, “აკრილი”, “პოლისტიროლი” და სხვა…   “კოპიპრინტში” შეგვიძლია შეკვეთა მივიღოთ დაახლოებით 3 მ. სიგანის და 50 მ. […]

ჭიქაზე ბეჭდვა

ისევე როგორც მაისურზე – ჭიქაზე ბეჭდვაც შედარებით ახალია საქართველოში. თუმცა ჭურჭლის მოხატვა ჯერ კიდევ ძველ სამყაროში იყო გავრცელებული. (მარტო ჩინური ფაიფური რად ღირს).   სამწუხაროდ ფოტო ან ნახატი ყველა ჭიქაზე არ გადადის. არსებობს სტანდარტული ზომის და ფორმის, სპეციალური დაფარვით, რომელიც მორგებულია “თერმოწნეხზე” და მასზე ხდება ფოტოს ბეჭდვა. რაოდენობაც შეზღუდული არ არის.    

მოცულობითი ასოები

მოცულობითი ასოები ფართოდ გამოიყენება გარე და შიდა რეკლამაში, რადგან დიზაინერული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანად გამოიყურება. მათ დამზადებაშიც მრავალი სარეკლომო მასალა იხმარება, როგორიცაა – ორგმინა, პვქ, ვინილი და სხვა… არსებობს მნათი და არამნათი მოცულობითი ასოები და ფასიც შესაბამისად განხვავდება. თუმცა პირდაპირ უნდა ითქვას, ეს არ არის იაფი სიამოვნება, რადგან ძალიან შრომატევადია წარმოებაში.   ჩვენს ოფისში შეგიძლიათ დაათვალიეროთ […]

კედლის აბრები

აბრა – საზოგადოებრივი  ან სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელთან მოთავსებული წარწერიანი, ზოგ შემთხვევაში ილუსტრირებული დაფა. კოპიპრინტი გთავაზობთ ნებისმიერი ფორმის, ზომისა და მასალის ფირნიშებს, ორგმინის აბრებს, საინფორმაციო დაფებსა და  მანიშნებელ თუ დეკორატიულ ნაკეთობებს.   ქვემოთ იხილეთ ზოგიერთი აბრის ნიმუში:

მაისურზე ბეჭდვა

რა თქმა უნდა, შეხვედრიხართ ადამიანს, რომელიც ნახატით ან წარწერით დამშვენებული მაისურით არის შემოსილი. ხშირ შემთხვევაში ეს მაისური მაღაზიაშია შეძენილი და მასზე სტანდარტული წარწერა ან გრაფიკული გამოსახულებაა. ნაჭერზე ბეჭდვის ტექნოლოგიის განვითარებამ შესაძლებლობა მოგვცა არ შევზღუდოთ ფანტაზია და ინდივიდუალურად გავაფორმოთ საკუთარი გარდერობი. “კოპიპრინტში” გვაქვს მაისურების არჩევანი. მაგრამ, სამწუხაროდ ზომა, ფერი და ხარისხი შეზღუდულია. მაღაზიაში შეძენისას კი გთხოვთ […]

შავ-თეთრი ბეჭდვა

“კოპიპრინტში” შავ-თეთრი ბეჭდვისას, გამოიყენება იგივე მანქანა-დანადგარი, როგორიც ასლის გამრავლებისას, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. გამონაკლისს კი წარმოადგენს შემთხვევა, როცა საჭიროა ერთი გვერდის 100 და მეტ ასლად გამრავლება. ამ შემთხვევაში გამოიყენება – რიზოგრაფი ან ტიპოგრაფიული მანქანა. ისინი მორგებულია მრავალტირაჟიანი ბეჭდვისთვის და ანაბეჭდიც თვითღირებულებიდან გამომდინარე, შედარებით იაფია. რიზოგრაფი   ლაზერულ პრინციპზე დაფუძნებულ მანქანას შეუძლია ნებისმიერი დოკუმენტი თითო ეგზემპლარად ბეჭდოს. […]

ბრენდირება/გაფორმება

ვიტრინებისა და სატრანსპორტო საშუალებების ეფექტურად, მიმზიდველად და ინფორმატიულად  გაფორმება პოტენციური მყიდველის მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამისათვის ძირითადად გამოიყენება: არაკალი, სტიკერი, გამჭვირვალე სტიკერი, დასაბური სტიკერი, ბადესტიკერი და სხვა.   ვიტრინების გაფორმების ფასი დამოკიდებულია დიზაინის სირთულეზე, გამოყენებული მასალების ხარისხსა და შესრულებული სამუშაოს დროზე.