მონტაჟი
კოპიპრინტი გთავაზობთ მრავალფეროვან სარეკლამო მომსახურებას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ არამარტო კონსტრუქციების დამზადებას, არამედ მის მონტაჟსაც. მზა ნაწილებისა და ელემენტებისგან აწყობასა და განთავსებას. ქვემოთ მოყვანილია ობიექტზე მონტაჟის მაგალითები: 14 მეტრიანი ბანერის მონტაჟი უკრაინის საელჩოზე გერბის მონტაჟი გასართობი ცენტრის დარბაზში კედლის მონტაჟი კედლის საათის მონტაჟი
სამკერდე ნიშნები
სამკერდე ნიშნები (ე.წ პინი) გამოიყენება კონფერენციებზე, სასწავლო დაწესებულებებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა და შეკრებებზე. წარმოდგენილია სხვადასხვა ზომითა და ფორმით, მზადდება როგორც ლაზერის გრავირების აპარატით, ასევე სხვა სპეციალური მოწყობილობებით. ფასი დამოკიდებულია მასალასა და დამზადების ტექნოლოგიაზე. გთავაზობთ ჩვენთან დამზადებული სამკერდე ნიშნების ნიმუშებს:
ფლაერი
ფლაერი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ეფექტურ და ბიუჯეტურ საინფორმაციო პოლიგრაფიულ წყაროს. ის შეიცავს ცნობებს ფირმის საქმიანობის, მომსახურების, შეთავაზებული პროდუქციის, მდებარეობის და სხვა დეტალების შესახებ. და შეიძლება განკუთვნილი იყოს იმიჯის შესაქმნელადაც. ფლაერი ძირითადად გამოიყენება გამოფენებზე, ქუჩაში, ღონისძიებებსა და შეკრებებზე დასარიგებლად. მნიშვნელოვანია იდეისა და შესრულების დონეზე მისი დამუშავება, რათა წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს მარტივად აღსაქმელი და ვიზუალურად დახვეწილი. […]
თასები
კოპიპრინტში შეგიძლიათ დაამზადოთ ნებისმიერი ზომის, ფორმის და დიზაინის თასები, მედლები და დაჯილდოებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ნაკეთობები. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე მაგალითი:
სტენდები
პოსტერი
პოსტერს საქარველოში ხშირად უწოდებენ სპეციალურ სადგამზე დამაგრებულ ბანერს, რომელსაც გამოიყენებენ სარეკლამო ან საინფორმაციო დანიშნულებით. სადგამები არსებობს ძირითადად ორი სახის – X-მაგვარი და ე. წ. “როლ-აპის” ტიპის, რომლებიც სპეციალური ზამბარის საშუალებით შესაძლებელია გადავიტანოთ დახვეულ მდგომარეობაში. ხოლო X მაგვარი კი დაშლილ მდგომარეობაში. ისინი ზომებითაც განსხვავდება და მერყეობს დაახლოებით – სიგანე: 60-150 სმ-დან, სიმაღლე: 100-220 სმ-მდე. ქვემოთ […]
ბრელოკი
“კოპიპრინტში” შეგიძლიათ დაამზადოთ მრავალი სახის ბრელოკი. როგორც პლასტიკის, ასევე მეტალის, ალუმინის, ხის და სხვა. შესაძლებელია მზა ბრელოკის ბრენდირება. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი ნიმუში:
ბუკლეტი
ბუკლეტი, დუპლეტი ან ტრიპლეტი წარმოადგენს ორად, სამად ან მეტად დაკეცილ სრულფასოვან სარეკლამო, მაღალხარისხიან ქაღალდზე დაბეჭდილ ფერად პოლიგრაფიულ ნაწარმს, რომელიც აკინძვას არ ითვალისწინებს. ფლაერისგან განსხვავებით მისი ფართობი მეტია და შესაძლებელია მეტი ინფორმაციის დატევა. ე. ი. დიზაინერს მეტი შესაძლებლობა აქვს შემოქმედებისთვის. ბუკლეტს აგრეთვე უწოდებენ ჟურნალის სახით აკინძულ პოლიგრაფიულ ნაწარმს, რომელიც არსებობს მრავალი სახის. მაგალითად: როგორიცაა სხვადასხვა სამედიცინო […]
ჩარჩოები
წარმოგიდგენთ ჩვენთან არსებული ჩარჩოების ნიმუშებს:
დიდი ნახაზები
კოპიპრინტში შეგიძლიათ დაბეჭდოთ დიდი ზომის ნახაზები, როგორც ჩვეულებრივ ოფსეტის ქაღალდზე, სამუშაოდ, ასევე სპეციალურ მასალაზე, რომელიც ადვილად არ იხევა და უძლებს წყალს და მზეს. ასევე ჩვენთან შესაძლებელია 1 მ. სიგანის და 8 მ-მდე სიგრძის ნახაზების სკანირება და გამრავლება.