Copyprint

ვაჟა-ფშაველას 5

(032) 238 50 18, 238 50 19, 236 36 78, 2 340 555

შავ-თეთრი ბეჭდვა

“კოპიპრინტში” შავ-თეთრი ბეჭდვისას, გამოიყენება იგივე მანქანა-დანადგარი, როგორიც ასლის გამრავლებისას, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. გამონაკლისს კი წარმოადგენს შემთხვევა, როცა საჭიროა ერთი გვერდის 100 და მეტ ასლად გამრავლება. ამ შემთხვევაში გამოიყენება – რიზოგრაფი ან ტიპოგრაფიული მანქანა. ისინი მორგებულია მრავალტირაჟიანი ბეჭდვისთვის და ანაბეჭდიც თვითღირებულებიდან გამომდინარე, შედარებით იაფია.

რიზოგრაფი

 

ლაზერულ პრინციპზე დაფუძნებულ მანქანას შეუძლია ნებისმიერი დოკუმენტი თითო ეგზემპლარად ბეჭდოს. მაგალითად – 100 გვერდიანი ერთ ეგზემპლარად. ასეთი ტირაჟი რიზოგრაფს ან ტიპოგრაფიულ მანქანას არარენტაბელურად აქცევს.

აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ დამკვეთის მოთხოვნებს და ხარისხის გათვალისწინებით, რაც შეიძლება იაფფასიანი მომსახურება შევთავაზოთ. თუმცა სიიაფე ჩვენი თვითმიზანი არ არის. ხშირ შემთხვევაში იაფი პროდუქცია უხარისხოა.