ფლაერი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ეფექტურ და ბიუჯეტურ საინფორმაციო პოლიგრაფიულ წყაროს.
ის შეიცავს ცნობებს ფირმის საქმიანობის, მომსახურების, შეთავაზებული პროდუქციის, მდებარეობის და სხვა დეტალების შესახებ. და შეიძლება განკუთვნილი იყოს იმიჯის შესაქმნელადაც.
ფლაერი ძირითადად გამოიყენება გამოფენებზე, ქუჩაში, ღონისძიებებსა და შეკრებებზე დასარიგებლად. მნიშვნელოვანია იდეისა და შესრულების დონეზე მისი დამუშავება, რათა წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს მარტივად აღსაქმელი და ვიზუალურად დახვეწილი.
ფლაერის ვიზუალური სახე:
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ უკვე გაქვთ საკუთარი დიზაინით აწყობილი ფლაერი – სტანდარტული ზომები და ინფორმაციის განთავსების არეალი სასურველია წინასწარ იყოს განსაზღვრული. არასტანდარტული ზომების შემთხვევაში დამზადების დრო და ღირებულება შეიცვლება.