იგულისხმება A3-ზე (ე. ი. 30×42 სმ-ზე) დიდი ფორმატით სკანირება და ბეჭდვა.
იბეჭდება სხვადასხვა მასალაზე მაგალითად – როგორიცაა:
● ვინილი (ე. წ. ბანერი),
● წებვადი ვინილი (ე. წ . სტიკერი)
● ბადესტიკერი (ცალი მხრიდან გამჭვირვალე, გამოიყენება ვიტრინების გასაფორმებლად),
● ფოტოქაღალდი,
● მხატვრული ტილო,
● სპეციალური კედლის შპალერი,
● სპეციალური პოსტერის ქაღალდი (ე. წ. ბლუბექი)
● უბრალო ქაღალდი ნახაზებისთვის და ა. შ.
ბეჭდვის მაქსიმალური სიგანე შეადგენს 3.15 მეტრს, ხოლო სიგრძე 50 მეტრითაა შეზღუდული.
სკანირების მაქსიმალური სიგანეა 1 მეტრი, სიგრძე კი 8 მეტრი.
სასურველი შედეგის მისაღებად, ჩვენი გამოცდილი თანამშრომლების დახმარებით, შესაძლებელია მომზადდეს დიზაინიც.