Copyprint

ვაჟა-ფშაველას 5

(032) 238 50 18, 238 50 19, 236 36 78, 2 340 555

სავიზიტე ბარათები

გვინდა ორიოდე სიტყვა ვთქვათ სავიზიტე ბარათების შესახებ.

იცით რას უწოდებდნენ მათ შუა საუკუნეებში საფრანგეთში? Carte de Visite.

ცოტა ისტორია…

როგორც ამბობენ პირველი სავიზიტე ბარათი გამოჩნდა ძველ ჩინეთში დაახლოებით 2500 წლის წინ, ჩუნციუს (770–476 წლები ძვ. წ.) და ჩჟანგოს  (471-221 წლები ძვ. წ.) ეპოქაში. ის წარმოადგენდა თხელ – ხის ან ბამბუკის პატარა დაფას, რომელზეც ვერტიკალურად იწერებოდა იეროგლიფები. ცოტა მოგვიანებით კი (ძვ. წ. III საუკუნე) ვრცელდება აბრეშუმი. ტექსტში აღინიშნებოდა პიროვნება და მისი ვიზიტის მიზანი. ყოველი ახალი შემთხვევისთვის მზადდებოდა ინდივიდუალური სავიზიტე ბარათი და იწერებოდა გამოცდილი კალიგრაფების მიერ.

 

თანამედროვესთან მიახლოებული სავიზიტე ბარათები გამოჩნდა საფრანგეთში “მეფე-მზის”, ლუდოვიკო XIV-ს დროს. მაგრამ როგორც ძნელი მისახვედრი არ არის, ვერც მაშინ ჰპოვა დიდი გავრცელება, ძირითადად მისი სიძვირის და დამზადების სირთულის გამო. ხშირ შემთხვევაში ისინი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდნენ.

 

XX საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ სავიზიტე ბარათების ოქროს ხანა. ბიზნესის განვითარებამ და პოლიგრაფიის გაიაფებამ მათი გავრცელება გამოიწვია. პირველ რიგში ევროპასა და ამერიკაში, სადაც მათ საფრანგეთისგან განსხვავებით business card-ი დაარქვეს, ე. ი. “საქმიანი ბარათი”.

 

დღეს, საქმიანი ადამიანისთვის სავიზიტე ბარათი აუცილებლობას წარმოადგენს. თან სხვადასხვა შემთხვევისთვის სხვადასხვა ინფორმაციის ბარათი გამოიყენება. საქმიანზე – მხოლოდ სამსახურის ტელეფონი იწერება, ხოლო მეგობრებისთვის ან ნათესავებისთვის პირადი. ეს საზღვარგარეთ.

 

საქართველოში სავიზიტე ბარათი 90-ან წლებში ჩნდება, მაგრამ მისი დამზადებისა და ხმარების კულტურა ჯერჯერობით ბოლომდე არ გავრცელებულა.

 

ორიოდე სიტყვა ორმხრივი ბარათების შესახებ:
გასაგებია, რომ სიიაფის გამო ბევრი ცდილობს ისინი ორენოვანი დაამზადოს. მაგრამ ბარათის მეორე მხარე, როგორც წესი გამოიყენება შენიშვნებისთვის. თან ქართველს ინგლისური ტექსტი არ სჭირდება, უცხოელს კი ქართული.
მხოლოდ უცხოურ ენოვანი სავიზიტე ბარათის საქართველოში ხმარება კი ჩვენის აზრით პროვინციალიზმია.

 

როგორც წესი ბარათი იბეჭდება მაღალ ხარისხიან, შედარებით ძვირად ღირებულ, ფაქტურიან ქაღალდზე. 30-100 ცალის ოდენობით, თუმცა არის გამონაკლისიც. ის არ უნდა იყოს გადატვირთული და ინფორმაციაც ადვილად აღიქმებოდეს.

ჩვენთან შეგიძლიათ დაბეჭდოთ, როგორც “კოპიპრინტში” შექმნილი, ასევე თქვენი დიზაინის სავიზიტე ბარათები. უმოკლეს დროში (30-60  წთ.) და ხარისხიანად.

 

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი:

 

 

 

იხილეთ პორტფოლიო

თუ თქვენ გაქვთ საკუთარი დიზაინი, გთხოვთ გაითვალისწინოთ სავიზიტე ბარათის სტანდარტული ზომები და ინფორმაციის განლაგების არე.

არასტანდარტული ზომების შემთხვევაში დამზადების დრო და ღირებულება შეიცვლება.