რა თქმა უნდა, შეხვედრიხართ ადამიანს, რომელიც ნახატით ან წარწერით დამშვენებული მაისურით არის შემოსილი. ხშირ შემთხვევაში ეს მაისური მაღაზიაშია შეძენილი და მასზე სტანდარტული წარწერა ან გრაფიკული გამოსახულებაა.
ნაჭერზე ბეჭდვის ტექნოლოგიის განვითარებამ შესაძლებლობა მოგვცა არ შევზღუდოთ ფანტაზია და ინდივიდუალურად გავაფორმოთ საკუთარი გარდერობი.
“კოპიპრინტში” გვაქვს მაისურების არჩევანი. მაგრამ, სამწუხაროდ ზომა, ფერი და ხარისხი შეზღუდულია.
მაღაზიაში შეძენისას კი გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნაჭერი მაღალი ტემპერატურით დამუშავებაზე უნდა იყოს გათვლილი. ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, დაუთოვება შეიძლებოდეს.
ეს არის ტექნოლოგიური შეზღუდვა.