ბუკლეტი, დუპლეტი ან ტრიპლეტი წარმოადგენს ორად, სამად ან მეტად დაკეცილ სრულფასოვან სარეკლამო, მაღალხარისხიან ქაღალდზე დაბეჭდილ ფერად პოლიგრაფიულ ნაწარმს, რომელიც აკინძვას არ ითვალისწინებს. ფლაერისგან განსხვავებით მისი ფართობი მეტია და შესაძლებელია მეტი ინფორმაციის დატევა. ე. ი. დიზაინერს მეტი შესაძლებლობა აქვს შემოქმედებისთვის.
ბუკლეტს აგრეთვე უწოდებენ ჟურნალის სახით აკინძულ პოლიგრაფიულ ნაწარმს, რომელიც არსებობს მრავალი სახის.
მაგალითად: როგორიცაა სხვადასხვა სამედიცინო ბარათები და სამეცნიერო რეფერატები. ასევე თერმულად აკინძული, წიგნის სახის მქონე მრავალგვერდიანი სარეკლამო ბუკლეტები.
ჩვენთან შეგიძლიათ დაამზადოთ ნებისმიერი დიზაინისა და სირთულის ბუკლეტი, რაოდენობით – ერთიდან რამდენიმე ათასამდე, უმოკლეს დროში. როგორც ყოველთვის ხარისხზე პასუხისმგებლები ვართ. ფასი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ტირაჟზე, შესრულების დროზე და გამოყენებულ მანქანა-დანადგარებზე.
ქვემოთ მოცემულია ბუკლეტის და ტრიპლეტის სახე, კეცვის ნიმუში და ინფორმაციის განლაგების არე:
თუ თქვენ გაქვთ საკუთარი დიზაინი, გთხოვთ გაითვალისწინოთ სტანდარტული ზომები და ინფორმაციის განლაგების არე, თუმცა არასტანდარტული დიზაინიც მისაღებია. უბრალოდ, დამზადების დრო და ღირებულება შეიცვლება.