Copyprint

ვაჟა-ფშაველას 5

(032) 238 50 18, 238 50 19, 236 36 78, 2 340 555

ასლის გამრავლება

ასლის გამრავლება ჩვენთვის ჩვეული სახით მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გავრცელდა და მის სათავეში ამერიკული კომპანია XEROX-ი იდგა, რომელმაც გამოიყენა ასევე ამერიკელი მეცნიერის ჩესტერ ფ. კარლსონის (1906-1968 წ. წ.) პატენტი.

მისი მოქმედების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში:

ორიგინალს, დიდი სიმძლავრის ნათურა ასხივებს სინათლეს, სხივი აირეკლება, ხვდება სპეციალურ ფოტოდოლს და მუხტავს მას. დამუხტული ადგილი იკრავს საღებავს, რომელიც თავის მხრივ ეხება ქაღალდს და დიდი ტემპერატურის ქვეშ დნება. შემდეგ ის ქაღალდის სტრუქტურაში მაგრდება. თანამედროვე ასლგადამღებ აპარატებში ნათურის ნაცვლად გამოიყენება ლაზერის სხივი და ისინი მოქმედების პრინციპით ჩვეულებრივი “პრინტერებია”. ამ ინოვაციის პირველობაც კომპანია XEROX-ს ეკუთვნის. თუმცა დიდი წვლილი მის განვითარებაში ასევე ამერიკულმა კომპანია Hewlett Packard-მა შეიტანა, რომელსაც მოკლედ HP-ს უწოდებენ.

ჩესტერ ფ. კარლსონის პატენტის პრინციპი:

ფოტოდოლზე გამოსახულების ლაზერით მიღების პრინციპი:

კარლსონის გამოგონებას – “გამოსახულების მშრალ ელექტროსტატიკურ გადატანას”, დაერქვა ორი ბერძნული სიტყვის, Xeros (მშრალი) და Graphein (წერა), შერწყმისაგან მიღებული კომერციულად გამართული სიტყვა – “ქსეროგრაფია” და საბოლოო ჯამში თვითონ ფირმა Xerox-საც, რომელსაც თავიდან Haloid Company ერქვა, სახელი შეეცვალა.

“გამოსახულების მშრალმა ელექტროსტატიკურმა გადატანამ” საშუალება მისცა XEROX-ს გამოეყენებინა იაფფასიანი ქაღალდი, რამაც თავის მხრივ, ამ მეთოდით მომუშავე ასლგადამღები აპარატების გავრცელება გამოიწვია და დღეს თითქმის მთელს მსოფლიოში ასლის მაგივრად, სიტყვა “ქსეროქსს” ხმარობენ. ჩესტერ ფ. კარლსონი კი მილიონერი გახდა.

ჩვენი თანამედროვე აპარატურით და გამოცდილი სპეციალისტების საშუალებით შეგიძლიათ ასლის გამრავლება ერთიდან რამდენიმე ათასამდე სწრაფად და ხარისხიანად. და ამასთან, გადაღებული ასლების დალაგება, დახარისხება და აკინძვა. მოკლედ წესრიგში მოყვანა და წარსადგენად მომზადება.